Назад в раздел
|
||||||
English
English Orthodox Catechism |
Deutsch
Deutsch Orthodoxer Katechismus |
Italiano
Italiano La Catechesi ortodossa |
Español
Español El Catecismo Ortodoxo |
Svenska
Svenska Den Ortodoxa Katekesen |
Suomi
Suomi Ortodoksinen katekismus |
Български
Български Православен катехизис |
Magyar
Magyar Pravoszláv katekizmus |
Ελληνικά
Ελληνικά Ορθόδοξη κατήχηση |
Română
Română Catehismul ortodox |
Eesti
Eesti Õigeusu katekismus |
Українська
Українська Православний катихiзiс |
Беларуская
Беларуская Праваслаўны катэхізіс |
ქართული
ქართული მართმადიდებლური კატეხიზმო |
հայերեն
հայերեն Ուղղափառ կատախիզիս |
Azərbaycan
Azərbaycan Pravoslav katixizisi |
Лезги
Лезги Православидин катихизис |
Нохчийн
Нохчийн Керстанан катихизис |
Қазақ
Қазақ Православилік катихизис |
Кыргыз
Кыргыз Православ катихизис |
Чӑваш
Чӑваш Православи катехизисĕ |
Татар
Татар Православие катихизисы |
Башҡорт
Башҡорт Православие ҡатихизисы |
Буряад
Буряад Үнэн алдарта шажанай катихизис |
kalmyk
kalmyk Үнн алдртын сурһалин чимг |
Саха
Саха Православнай катихизис |
فارسی
فارسی اصول و تعاليم مسيحيت ارتدوكس |
한국어
한국어 정교회 교리서 |
Việt
Việt Sách giáo lý Chính thống giáo |
ივანე ალექსანდრეს ძე გლუხოვი (1927-1999) დაიბადა ტულის ოლქში, სუვოროვის რაიონის სოფ. კულეშოვოში ღვთისმოსავი გლეხის ოჯახში. გაიზარდა მართმადიდებლურ სარწმუნოებაზე შრომისმოყვარე, თავმდაბალი, კეთილშობილი დამოკიდებულებით ადამიანებთან. მის აღზრდაზე დიდი გავლენა იქონია დედამ ევდოკია სერაფიმეს ასულმა, რომელიც მთელი ცხოვრება ფაქიზად უყვარდა და პატივს სცემდა.
30-იან წლებში მათი ოჯახი გადმოვიდა მოსკოვში საცხოვრებლად, სადაც ივანემ 1945 წელს დაამთავრა სკოლა. 1948 წელს დაამთავრა სამშენებლო ტექნიკუმი. მუშაობდა მექანიკოსად მოსკოვის ერთ-ერთ სახლმმართველობაში, ამავე დროს იყო სოფელ ალექსეევკაში ტიხვინის ეკლესიის მრევლი და ემსახურებოდა საკურთხეველში. მას ჰქონდა სურვილი შემდგომში მიეღო კურთხევა საღვთო განათლებაზე.
1951 წელს მოეწყო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1955 წელს. ამის შემდეგ ჩარიცხულ იქნა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1959 წელს ღვთისმტყველების კანდიდატის წოდებით. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო «ქრისტიანული სწავლება ბოროტებაზე და მის მიმართულებაზე». აკადემიური საბჭოს დადგენილებით გლუხოვი დატოვებულ იქნა სასულიერო აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიით და დაინიშნა ინსპექტორის თანაშემწედ. სემინარიაში ის ასწავლიდა კატეხიზმოს, რუსული ეკლესიის ისტორიას, ხოლო 1972 წლიდან – სწავლებას სექტებზე. ამავე წელს მას მიენიჭა დოცენტის წოდება.
ი. ა. გლუხოვი დაჯილდოებული იყო მისი ნაშრომებისთვის წმინდა თავად ვლადიმირის III ხარისხის ორდენით, სერგი როდონეჯელის II და III ხარისხის ორდენებით და საპატრიარქოს სიგელით. 1995 წელს ის იყო წმინდა მიწაზე იერუსალიმში მოსალოცად. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ის იყო მოსკოვის ყოვლადწმინდათა ტაძრის მრევლი, სადაც გარდაცვალების შემდეგ მას წესი აუგეს. მისი დასაფლავება მოხდა სოფელ ბლაგოვეშენსკოეში.
ი. ა. გლუხოვი იყო მომთხოვნი პედაგოგი. ის აღწევდა იმას, რომ ცოდნა მიეცა მსმენელისთვის და გამოცდებს ყოველთვის მკაცრად იბარებდა. სტუდენტებისთვის აუცილებელი იყო ზეპირად ესწავლათ რამოდენიმე ასეული გამონათქვამები წმინდა წერილიდან.
საგანი კატეხიზმო ისწავლებოდა სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე. ეს იყო საფუძველთა საფუძველი მართმადიდებლური მსოფლმხედველობისა. კატეხიზმო უსაყვარლესი საგანია, რომლის შესწავლა აადვილებს ყველა სხვა საგნის სწავლას. მოწაფეები ამ საგანს ადარებენ საგზაო მოძრაობის ნიშნებს, რომლის ცოდნით შეიძლება მშვიდობიანად გაემგზავრო ცხოვრების გზაზე. ი. ა. გლუხოვი ხედავდა მისი ლექციების არსს მსმენელთა სულის მართმადიდებლურ გაწვრთნაში და მათ ჭეშმარიტ გზაზე დაყენებაში. ის ყოველთვის მყარად იდგა წმინდა ეროვნულ პოზიციაზე, რაც შეიმჩნეოდა მის საუბრებში ეკუმენისტებთან და განსხვავებული მრწამსის კონფესიების წარმომადგენლებთან. ისინი ვინც ისმენდნენ გლუხოვის ლექციებს, იხსენებენ მას როგორც საუკეთესო, გამოჩენილ პედაგოგს, რომელიც გამოირჩეოდა ფართო ერუდიციით. ის უანგაროდ უნაწილებდა თავის ცოდნას სტუდენტებს. მას იხსენებენ როგორც ყურადღებიან, გულისხმიერ ადამიანს, «მართმადიდებლური კატეხიზმო» არის სახელმძღვანელო მართმადიდებლური სარწმუნოების შეცნობისთვის. სწავლება ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოკლედ არის გამოხატული სარწმუნოების სიმბოლოში – მრწამსში. მასში თავმოყრილია ყველა ძირითადი ქრისტიანული ჭეშმარიტება. სწავლება ქრისტიანულ სასოებაზე გამოიხატება ლოცვებში, სახელდობრ უფლის ლოცვაში «მამაო ჩვენო» და ნეტარების მცნებებში. სწავლება ქრისტიანულ სიყვარულზე მოცემულია საღვთო კანონში – ათ მცნებაში. ი. გლუხოვის «მართმადიდებლური კატიხიზმო» წარმოადგენს მართმადიდებლობის საფუძვლების მკაცრ შესაბამისობაში დამოძღვრებას წმინდა ეროვნულ ქმნილებებით და გამოხატავს ავტორის პიროვნულ სიღრმეს, მის რწმენას, იმედს და სიყვარულს ღვთის მიმართ და უდიდეს სურვილს გააღვიძოს და დაამკვიდროს ეს გრძნობები თავის აუდიტორიაში.